პაატა დავითაია - ახლა არ არის დრო პოლიტიკური ბრალდებების, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კიდევ ერთი პრეზიდენტი, ეს იქნება უმძიმესი დაღი ჩვენი ქვეყნისთვის

დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ყველაფერი გაკეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა პოლიტიკური ბრალდებების დრო არ არის და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება უნდა იყოს დაცული.

„ბოლო საათებში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დამძიმდა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ყველა ერთად ვართ პასუხისმგებლები.

ახლა არ არის დრო პოლიტიკური ბრალდებების. დღეს ყველამ, განსაკუთრებით კი ხელისუფლებამ, უნდა გააცნობიეროს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პატიმარი, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ახლა წუთები და წამები შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კიდევ ერთი პრეზიდენტი, ეს იქნება უმძიმესი დაღი ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს პაატა დავითაია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა