ნიკოლოზ ყიფშიძე - არ ვიცი, რა მოხდება ერთ საათში, ათ წუთში - მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია კლინიკაში, სადაც არსებობს მაღალი დონის MRT

მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია კლინიკაში, სადაც არსებობს მაღალი დონის MRT - აპარატია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ტვინის მდგომარეობა , ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა რთულია.

ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ პროგნოზი რთულია, რა მოხდება ერთ საათში, ან 10 წუთში.

„დღეს ბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა. სინკოპის პრობლემები ჰქონდა. აიყვანეს რეანიმაციაში და მთელი რიგი ღონისძიებები იყო გატარებული. დიდი მადლობა გიული ქილიფთარს, შემთხვევით იყო იქ, ჩაატარა ყველა რეანიმაციული ღონისძიება და პრეზიდენტი უკეთესად გახდა. ახლაც სახლში რომ მივდივარ, არ ვიცი, რა მოხდება ერთ საათში, ათ წუთში.

მე შევხვდი დეპუტატებს - დიმიტრი ხუნდაძეს, დავით სერგეენკოს, მიხეილ სარჯველაძეს, ვილაპარაკეთ , რა უნდა მოხდეს, რა გავაკეთოთ. მთავარი საკითხი იყო პრეზიდენტის გადაყვანის შესახებ. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი ძალიან მტკიცე პოზიცია, რომ აუცილებელია პრეზიდენტის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში. მე ვერ გეტყვით გაიზიარეს თუ არა. ვერ გეტყვით, რომ ბოლომდე მეთანხმებოდნენ. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები უკვე ფიქრობენ შესაძლებლობაზე, რომ ის გადაყვანილი იყოს უფრო მრავალპროფილურ საავადმყოფოში, მაგრამ „კი“ და „კი ბატონო“, მე არ გამიგია.

გონების დაკარგვა მოხდა, ეს არის ძალიან, ძალიან ცუდი ამბავი, მოასწავებს, რომ ყოველ წუთში ხდება ძალიან ცუდი რაღაცები მის ორგანიზმში. მდგომარეობა არის ძალიან რთული.

ახლა ჩვენ გვყავდა ნევროლოგი, რომელმაც დასვა ძალიან არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა, რომელიც იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას. გადასაყვანია კლინიკაში, სადაც არსებობს მაღალი დონის MRT. ეს აპარატია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ მისი ტვინის მდგომარეობა. ეს აპარატი აქ არ დგას, არის სულ რამდენიმე კლინიკაში თბილისში. ადგილობრივმა ექიმებმა შემოგვთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება, რაზეც მე უარი ვუთხარი, ეს არის ზედმეტი დასხივება მხოლოდ. ასე, რომ ჩვენ დიაგნოსტიკას თავის ტვინის მდგომარეობის შესახებ ვერ ვაკეთებთ. ეს აპარატი არის „ევექსში“, „ღუდუშაურში“, „ნიუს ჰოსპიტალსში“ “, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის სათანადო პირობები არ არის და მან ექსპრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შესაძლებლობას „ნონსენსი“ უწოდა.

„გორის კლინიკა არ გამოდგება ამისთვის, არ აქვს ის აღჭურვილობა, რაც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს. მეორე, ბატონ პრეზიდენტს სჭირდება დაახლოებით 25 სპეციალისტი, რომლებიც ძირითადად თბილისში ცხოვრობენ. ეს მე მგონი, ნონსენსია აბსოლუტურად“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა