საფრანგეთი და გერმანია რუსეთს დიპლომატიური წესების დარღვევაში ადანაშაულებენ

საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთი დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულეს იმის გამო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარიზს, ბერლინსა და მოსკოვს შორის უკრაინის საკითხზე კონფიდენციალური მიმოწერა გაასაჯაროვა.

„მიგვაჩნია, რომ ეს მიდგომა ეწინააღმდეგება დიპლომატიურ წესებსა და ჩვეულებებს“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ენ-კლერ ლეჟანდრმა.

გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებლის, ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთის ქმედება არსებითად არაფერს ცვლის, რადგან უკრაინის საკითხზე შეხვედრა მაინც არ შედგა.

„არაფერი გამკვირვებია. მე ხშირად ვკითხულობ ჩემს წერილებს გაზეთებში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დასამალი არაფერი გვაქვს", - განაცხადა მერკელმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პირადად სთხოვა უკრაინის საკითხზე ნორმანდიული ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა მისი კანცლერობის პერიოდში შემდგარიყო, თუმცა ეს არ მოხდა და ის, რომ პუტინი ასე არ მოიქცა, სამარცხვინო იყო, "რადგან შეხვედრებს თავისი დინამიკა აქვს და პროგრესის მიღწევის საშუალებას იძლევა ერთი შეხედვით გადაუჭრელ სიტუაციებშიც კი."

მანამდე, საფრანგეთმა და გერმანიამ რუსეთი დაადანაშაულეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის საკითხზე ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში დიპლომატების შეხვედრის ჩატარება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უარის გამო ვერ მოხერხდა.

ამის შემდეგ რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა 28-გვერდიანი დიპლომატიური დოკუმენტი იმის დასამტკიცებლად, რომ სერგეი ლავროვს შეხვედრაზე უარი არ უთქვამს, არამედ კონკრეტულ, 11 ნოემბრის შეხვერაში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა