ბელარუსიდან  სამშობლოში 400-ზე მეტი ერაყელი მიგრანტი დააბრუნეს

ბელარუსიდან ერაყში 430 მიგრანტი დააბრუნეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც მიგრანტები, ძირითადად ერაყელი ქურთები იმყოფებოდნენ, ჯერ ერაყში, ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონ ერბილში დაეშვა, იქიდან კი დედაქალაქ ბაღდადში გაემგზავრა, სადაც დანარჩენი მიგრანტები ჩაიყვანა.

ერაყის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს დაბრუნებისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა მიმდინარე კვირაში ორი სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიგრანტებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა