ავსტრიის პარლამენტმა სებასტიან კურცს იმუნიტეტი მოუხსნა

ავსტრიის პარლამენტმა ყოფილ კანცლერს, სებასტიან კურცს, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, იმუნიტეტი მოუხსნა.

გადაწყვეტილებას იმუნიტეტის მოხსნის შესახებ მხარი მისმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ავსტრიის სახალხო პარტიამაც“ დაუჭირა.

საკუთარი იმუნიტეტის მოხსნა მანამდე თავად კურცმა მოითხოვა და განაცხადა, რომ სურდა გამოძიების ჩატარება და იმ "ცრუ" ბრალდებების წინააღმდეგ ბრძოლა.

ბრალდებების თანახმად, რის გამოც სებასტიან კურცმა კანცლერის თანამდებობა ოქტომბერში დატოვა, მან სახელმწიფოს კუთვნილი ფული გადაიხადა იმისთვის, რომ საკუთარი იმიჯის გასაძლიერებლად ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები დაეფინანსებინა. კურცი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კურცმა კანცლერის თანამდებობა დატოვა, კვლავ რჩება პარლამენტის წევრად და „ავსტრიის სახალხო პარტიისა“ და მისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო