“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”  ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს ქუთაისი-სოხუმის D-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.

აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 18 ნოემბრის 06:00-დან 19 ნოემბრის 17:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა ჩხოროწყუს.ბუნებრივი გაზის მიწოდება 18 ნოემბრის 10:00-დან 19 ნოემბრის 17:00 საათამდე ასევე დროებით შეუწყდებათ ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: რიყე, ნაწულუკუ, ტყაია, ზედა ეწერი, ჩხორთა, ოდიში, ბაში, კორცხელი, ნაცატუ, ახალსოფელი, ჭაქვინჯი, ძველი ხიბულა, ინგირი, შამგონა, აბასთუმანი, ჭითაწურო, ცაიში, ხეთერა, ცაცხვი, რუხი, ანაკლია, ახალი აბასთუმანი, ახალ კახათი, განმუხური, დავითიანი, დარჩელი, დიდი ნეძი, დიდი ნეძის კახათი, კახათი, კოკი, კოლხიდა, ლია, ნარაზენი, ოირემე, ორსანტია, ორულუ, ოფაჩხაფუ, ოქტომბერი, ურთა, ოჩაშონა, ყულიშკარი, ჩხოუში, ძველი აბასთუმანი, ჭკადუაში, ხურჩა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება 18 ნოემბრის 10:00დან 19 ნოემბრის 17:00 საათამდე ასევე დროებით შეუწყდებათ ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ხეთა, 1 მაისი, ხამისკური, ნოჯიხევი, ახალი ხიბულა, ბია, ბულიტყუ, გურიფელი, დასახლება, ზემო ქვალონი, ზენი, კუთხე ნოჯიხევი, ლარჩვა, ნაფოშტუ, ნოჩხონი, ოხვამეკარი, საკვიკვინიო, საკუკავო, საქირიო, ჭითა უშგული, ჭიხუ. 18 ნოემბრის 10:00-დან 19 ნოემბრის 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეწყდება ანაკლიასა და წალენჯიხაში.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა