ჯო ბაიდენი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის დიპლომატიური ბოიკოტის საკითხს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის დიპლომატიური ბოიკოტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აშშ აპირებს, არ გააგზავნოს ოფიციალური პირები ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ბოიკოტის მიზეზად ბაიდენი ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებს ასახელებს.

მისი თქმით, ოფიციალური პეკინი მუსლიმი უიღურების მიმართ ჩადენილ დანაშაულს კვლავ უარყოფს. პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2022 წლის 4-დან 20 თებერვლამდე გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა