გამოცემა „ბლუმბერგი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

გამოცემა „ბლუმბერგი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხს ეხმიანება.

გამოცემა წერს, რომ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება იმ დროს, როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირში დაძაბული მდგომარეობაა.

„ჯარების კონცენტრაციის შესახებ ცნობებს მოჰყვა აშშ-სგან გაფრთხილება, რომ კრემლმა, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა დაგეგმოს. პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე კი საბრძოლოდ განწყობილი ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიგრანტებს ევროკაშირისკენ აგზავნის,“ - აღნიშნულია სტატიაში.

რაც შეეხება საქართველოს, გამოცემა წერს, რომ ქვეყნის მთავრობა დასავლეთის კრიტიკას უყურადღებოდ ტოვებს.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა უყურადღებოდ ტოვებს დასავლეთის კრიტიკას და ამტკიცებს, რომ საქართველო უნდა გაჰყვეს საკუთარ კულტურას და გზას. თუმცა, ის კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ამბიციებს შეუერთდეს ევროპულ ინსტიტუტებს,“ - აღნიშნულია სტატიაში.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია უარყოფით ზეგავლენას ახდენს უცხოური ინვესტიციების განხორციელებაზე.

„უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ოდესღაც შედარებით არაკორუმპირებულმა ბიზნესგარემომ მიიზიდა, რომელიც სააკაშვილის უფრო პოზიტიურ მემკვიდრეობას შორის იყო, დაიწყეს თავის არიდება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იყო ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში,“ - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები ხელისუფლებისთვის მღელვარების საბაბი უნდა იყოს.

„მთავრობას შეშფოთების საფუძველი აქვს; რეგულარულად იმართება ქუჩის საპროტესტო აქციები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით,“ - აღნიშნულია სტატიაში.

„კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მისმა მხარდამჭერებმა 2003 წელი უნდა გაიმეორონ, სააკაშვილმა უპასუხა: ხელისუფლებას საშინლად ეშინია ჩემი საჯარო გამოჩენის, რადგან ეს საზოგადოებაში მუხტს გააჩენს,“ - წერს გამოცემა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს