Euronews- პოლონეთი ადასტურებს, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან მიგრანტები აღარ იმყოფებიან

პოლონეთი ადასტურებს, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვართან მიგრანტები აღარ იმყოფებიან და ისინი ბელარუსის უახლოეს თავშესაფარში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ტერიტორია, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში მიგრანტებს ბანაკი ჰქონდათ მოწყობილი, ახლა ცარიელია.

ინფორმაციას ავრცელებს ბელარუსის სასაზღვრო პოლიციაც.

„18 ნოემბრის მდგომარეობით, ყველა ლტოლვილი, რომელიც ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე ბროუზგუის გამშვებ პუნქტთან, ხელოვნურად მოწყობილ ბანაკში იმყოფებოდა, ბანაკიდან ნებაყოფლობით გადაიყვანეს ლოჯისტიკურ ცენტრში“, - ნათქვამია განცხადებაში. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ბელარუსიდან ერაყში 430 მიგრანტი დააბრუნეს. ერაყის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს დაბრუნებისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა