დიმიტრი საძაგლიშვილი - ჩვენ ვხედავთ  პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას, რაც შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ ერთ რამეზე - ხელისუფლების მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე ზრუნვა

ჩვენ ვხედავთ პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას, რაც შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ ერთ რამეზე - ხელისუფლების მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური დღის წესრიგით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც საძაგლიშვილი აღნიშნავს, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი და ცენტრი „ემპათია“ ერთსულოვნად მიუთითებენ ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე.

„სამწუხაროდ, ჩვენთვის დამატებით არაფერი არ არის ცნობილი, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც გუშინ ღამე გავრცელდა მედიით. ერთი მხრივ, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი, მეორე მხრივ, ცენტრი „ემპათია“ და მისი ექსპერტები ერთსულოვნად მიუთითებენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანის აუცილებლობაზე. ჩვენ ვხედავთ პენიტენციური სამსახურის უმოქმედობას, რაც შეიძლება მიუთითებდეს მხოლოდ ერთ რამეზე, ხელისუფლების მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური დღის წესრიგით, შესაბამისად ამ დღის წესრიგს მიყვებიან“,- აღნიშნავს საძაგლიშვილი.

უფლებადამცველი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ან სხვა კლინიკაში გადაიყვანონ. როგორც მან აღნიშნა, მას არ აქვს მოლოდინი რომ ხელისუფლება ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და დასძენს, რომ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებულ ინფორმაცია მისთვის დამაჯერებლად არ ჟღერს.

„არაფერი ვიცით. მედიით გავრცელდა არაერთ კლინიკაზე ინფორმაცია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ეს ინფორმაცია შესაძლოა, დამაჯერებლად ჟღერდეს. წარმოდგენა არ მაქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჯერ ისიც კი არ მოგვისმენია ხელისუფლებისგან, რომ ისინი აპირებენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, არა თუ ის, რომელ კლინიკაში მოხდება ეს. მე პირადად არანაირი მოლოდინები არ მაქვს. საფუძველი არ გვაქვს, რომ ხელისუფლების მხრიდან ველოდოთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ისინი არ მოქმედებენ გონივრული ნაბიჯებით. ასეთ ვითარებაში პროგნოზების გაკეთება და მოლოდინების შექმნა შეუძლებელია“, - აღნიშნავს საძაგლიშვილი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის