ნინო წილოსანი - ადამიანურად  ძალიან ვნერვიულობ ელენე ხოშტარიაზე და მინდა, მან შეწყვიტოს შიმშილობა

ადამიანურად მე ძალიან ვნერვიულობ ელენე ხოშტარიაზე და მინდა, მან შეწყვიტოს შიმშილობა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან, პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „პოლიტიკური შეხედულებები არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რომ ელენეს გულშემატკივრობს“.

„მიუხედავად იმისა, ჩვენ რა პოლიტიკური პოზიციები გვაქვს და რა მოსაზრებები ერთმანეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, არ შეიძლება გვქონდეს რაიმე განსხვავება ადამიანურ დამოკიდებულებებში და ადამიანურად მე ძალიან ვნერვიულობ მასზე და მინდა, მან შეწყვიტოს შიმშილობა“, - განაცხადა წილოსანმა.

ამასთან, ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, კვლავაც ფიქრობს თუ არა, რომ ელენე ხოშტარია სახელმწიფოს აშანტაჟებს, რაზეც წილოსანმა განაცხადა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ელენესთან დღეს ეს არ განგვიხილავს, ამას მის მონახულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არის მხოლოდ ადამიანური სურვილი, რომ ის იყოს კარგად და მას არ შეექმნას ჯანმრთელობის საფრთხე. ასევე ვთვლი, რომ ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არის უაზრობა,“ - განაცხადა წილოსანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა