უკრაინის საგარეო უწყება - მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია გლდანის #18 ციხის საავადმყოფოში მყოფი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უკრაინული მხარე საქართველოს მთავრობას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა უზრუნველყოს.

„უკრაინული მხარე კვლავ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, გადაიყვანოს ის მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში,“- აღნიშნულია განცხადებაში.

უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაუდებელი დახმარებისთვის ის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს", - წერია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საელჩოს დიპლომატები ელოდებიან თანხმობას მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.

„უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის უკრაინაში დაბრუნებას,“- აღნიშნულია განცხადებაში.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს