ანა ფოტიგა - ევროკავშირი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში უნდა ჩაერთოს

ევროკავშირი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმეში უნდა ჩაერთოს, თბილისში ექიმებმა ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა შეაფასეს, როგორც კრიტიკული, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ფოტიგა მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის უფლებები ირღვევა და რომ მას ისე ექცევიან, როგორც პოლიტიკურ პატიმარს.

ევროპარლამენტარმა ასევე გააკრიტიკა მისი სხვა ციხეში გადაყვანის ფაქტი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ვლადიმერ პუტინის მტერი და პროდასავლური ცვლილებების სიმბოლო.

ინტერვიუში ანა ფოტიგამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის დროს ის ესაუბრა პოლიტიკოსებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილის ექიმს და ასევე ომბუდსმენს, რომელსაც ქართველები ძალიან ენდობიან.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა