ავსტრიაში საყოველთაო „ლოქდაუნი“ წესდება და ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ორშაბათიდან საყოველთაო „ლოქდაუნი“ დაწესდება. შესაბამისი განცხადება ქვეყნის კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვა, მაქსიმუმ 20 დღეს გაგრძელდება, თუმცა 10 დღის შემდეგ სიტუაციის შეფასება მოხდება.

„ლოქდაუნის“ დროს მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილების დატოვების უფლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ექნებათ, როგორიცაა სამსახურში და აუცილებელი მოხმარების პროდუქციის შესაძენად წასვლა და ვარჯიში.

ამასთან, ავსტრიაში მომავალი წლის 1-ელი თებერვლიდან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. კანცლერმა ის ადამიანები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ, „ჯანდაცვის სისტემაზე თავდასხმაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვაქცინაცია პანდემიიდან „გასასვლელი ბილეთია“.

შეგახსენებთ, ავსტრიაში რამდენიმე დღის წინ „ლოქდაუნი“ მხოლოდ არავაქცინირებული პირებისთვის დაწესდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა