გიგი უგულავა - ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ სადაც სააკაშვილს გადაიყვანენ, იქ აქციები არ იქნება - ყველას გავაფრთხილებთ, პოლიციასაც მივეხმარებით, რომ მსგავსი რამ არ იყოს

რატი ბრეგაძე, აღარ ვიტყვი რას ვფიქრობ მასზე, მაინც ფარისევლობს იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ მოტყუებით და ძალით გადაყვანილი სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის საავადმყოფოში და ახლა ამბობს, რომ ეს არის შეთავაზება. აქამდე მათ შეთავაზება არ გაუკეთებიათ, ასე მოტყუებით, დამცირებით და თავდასხმებით გადაიყვანეს სააკაშვილი, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ.

უგულავას თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადარჩეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს.

"ამ ქვეყნის მომავლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა უფსკრულში არ ჩავარდეს. ამისთვის მთავარია, რომ გადარჩეს სააკაშვილის და ხოშტარიას სიცოცხლე. მათ სიცოცხლეს დღეს საფრთხე ემუქრება.

მე ვერ დავიწყებ სპეკულაციას სამედიცინო კუთხით რამდენად მომზადებულია გორის სამხედრო ჰოსპიტალი. ჩვენ ვიცით ერთი - სააკაშვილი თავის სიტყვას შეასრულებს, თუ ის იქნება გადაყვანილი გლდანის ციხიდან, შიმშილობას შეწყვეტს და თუ არ გადაიყვანენ, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. ასევე, ხოშტარიას პოზიციაც ვიცით, რომ თუ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი გლდანის ციხიდან, არ შეწყვეტს შიმშილობას.

რატი ბრეგაძე, აღარ ვიტყვი რას ვფიქრობ მასზე, მაინც ფარისევლობს იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ მოტყუებით და ძალით გადაყვანილი სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის საავადმყოფოში, ახლა ამბობს, რომ ეს არის შეთავაზება. აქამდე მათ შეთავაზება არ გაუკეთებიათ, ასე მოტყუებით, დამცირებით და თავდასხმებით გადაიყვანეს სააკაშვილი", - განაცხადა უგულავამ.

ამასთან, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, იმ კლინიკასთან, სადაც იქნება, აქციები არ გაიმართება.

„რაც შეეხება პროტესტის ნაწილს, როგორც კი სააკაშვილი დატოვებს და გადავა სამკურნალო დაწესებულებაში, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ არანაირი აქციები იმ დაწესებულებასთან არ იქნება. პირიქით, ყველას მოვუწოდებთ და გავაფრთხილებთ და პოლიციასაც მივეხმარებით, რომ მსგავსი რამე არ იყოს, იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, რიგგარეშე არჩევნებისთვის და ოლიგარქის წინააღმდეგ",-განაცხადა უგულავამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს