იუსტიციის მინისტრი - მოვუწოდებ ოპონენტებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი პროვოკაციისგან, როგორც სააკაშვილის გადაყვანის პროცესში, ასევე პატიმრის გორის ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდში

ჩვენ აბსოლუტურად ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად - ბუნებრივია, ყველა იმ დეტალზე, რომელიც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენ არ ვისაუბრებთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც რატი ბრეგაძე განმარტავს, გორის სამხედრო ჰოსპიტალი ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.

"ჩვენ აბსოლუტურად ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად. ბუნებრივია, ყველა იმ დეტალზე, რომელიც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენ არ ვისაუბრებთ. გადაწყვეტილება მიღებულია პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე, სხვა ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც დღეს შიმშილობენ. ეს უსვამს ხაზს იმ ჰუმანურ ბუნებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა 2012 წლიდან.

რაც შეეხება გორის ჰოსპიტალს, ეს ის ჰოსპიტალია, რომელიც დღემდე მკურნალობს ჩვენს გმირ ჯარისკაცებს. ასევე იქ არის არაერთი სამოქალაქო პირი. ეს არის ის დაწესებულება, რომელიც ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. რაც შეეხება მკურნალობის ნაწილს, ამაზე ექიმები ისაუბრებენ“,- აღნიშნავს ბრეგაძე.

რატი ბრეგაძე მოუწოდებს ოპონენტებს თავი შეიკავონ პროვოკაციისგან, როგორც გადაყვანის პროცესში, ასევე პატიმრის გორის ჰოსპიტალში ყოფნისას, რათა ხელი არ შეეშალოს ექიმების მუშაობას.

„შეკრების უფლება არის ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და არ ვერევით ამ საკითხში. ეს დემოკრატიული ქვეყანაა, რომელიც ევროპულ ღირებულებას იზიარებს და დასავლური ოჯახისკენ მიისწრაფის.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, როგორც გადაყვანისას, ასევე მისი ჰოსპიტალში ყოფნისას, ბუნებრივია აქ მოქმედება ადეკვატური იქნება. მოვუწოდებ ოპონენტებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი პროვოკაციისგან, როგორც გადაყვანის პროცესში, ასევე ბუნებრივია პატიმრის გორის ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდში, რათა არ შეეშალოს ხელი ექიმების მუშაობას და ამით იყოს მისი ჯანმრთელობის უფლება უზრუნველყოფილი, მისი უსაფრთხოება დაცული იყოს. ჩვენ მხოლოდ ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“,-აღნიშნავს ბრეგაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა