გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში „ლოქდაუნის“ დაწესებას არ გამორიცხავს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იენს შპანი ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაციის გამო „ლოქდაუნის“ დაწესებას არ გამორიცხავს.

„ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ვერაფერს გამოვრიცხავთ“, - აღნიშნა შპანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 52 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 201 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყნის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა გუშინ განაცხადა, რომ რეგიონებში, სადაც საავადმყოფოებში კოვიდ პაციენტების რაოდენობა სახიფათოდ დიდია, გარკვეული შეზღუდვები დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინირებულები არ არიან და არც ვირუსი გადაუტანიათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა