ნიკა მელია - ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ - ვიდრე არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ

ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხი შეთავაზებაზე, დათანხმდება თუ არა სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადავიდეს.

როგორც ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, სამოქმედო გეგმაზე დეტალურად შემდეგ ისაუბრებენ.

„ახლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ: ჩვენი მეგობრები არიან შესული მიხეილ სააკაშვილთან, უნდა დაველოდოთ მის პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი და რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე, რომ ძვირფასია პირველ რიგში მისთვის, ეს ყველაზე კარგად მან იცის და მისი სიცოცხლე, რომ დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან, ესეც ძალიან კარგად იცის. ზუსტად ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ. ამის შემდეგ, ვიდრე ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, ჩვენ არ უნდა დავიშალოთ. ამ ხელისუფლებას და რეჟიმს არ ვენდობი. დავრწმუნდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და ამის შემდეგ სხვა გეგმებზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა