ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო, განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას შემთხვევაში დაყოვნება მიზანშეწონილი არ იქნებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, პირველ რიგში, მის პასუხზეა დამოკიდებული.

როგორც კობახიძემ განაცხადა, გადაყვანა მყისიერად იქნება უზრუნველყოფილი, როგორც კი მის პასუხს წარმოადგენენ.

„შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის აუცილებლობა დღესაც არ იყო. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი კონკრეტული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყო, რაც არის დასაცავი. განსაკუთრებით ელენე ხოშტარიას შემთხვევაში დაყოვნება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან ის რეალურად ორ კვირაზე მეტია შიმშილობს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ავწონ-დავწონეთ და გადაწყვეტილება სამედიცინო და უსაფრთხოების მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიღეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად არის, დაცული სწორედ გორის ჰოსპიტალი.

„როდესაც საუბარი იყო სამოქალაქო კლინიკაზე, რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა ჰოსპიტალი ციხის გარეთ, რომელიც იქნებოდა აღჭურვილი შესაბამისი აპარატურით, ასევე მედპერსონალით, ეს უზრუნველყოფილი იყო ციხის კლინიკაშიც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მოთხოვნა იყო, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის მოფრთხილება იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა