დავით ზალკალიანი - ხელი გვაქვს მოწერილი ერთ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რაც ჩვენი მოქალაქეების ისრაელში დასაქმებას გულისხმობს, საუბარია მედდებზე

ხელი გვაქვს მოწერილი ერთ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ისრაელში დასაქმებას გულისხმობს, - აქ საუბარია მედდებზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნული პროექტი გაამართლებს, შესაძლოა მისი განვითარება სხვა მიმართულებითაც.

„ხელი გვაქვს მოწერილი ერთ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მოქალაქეების ისრაელში დასაქმებას გულისხმობს, აქ საუბარი არის მედდებზე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და როგორც კი პანდემია მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს მოქალაქეებს, მედდებს, რომლის საჭიროებაც არის ისრაელში, მიეცემათ შესაძლებლობა ლეგალური დასაქმების. თუკი საპილოტო პროექტი კარგად განხორციელდება, შემდგომ მისი განვითარება შეიძლება სხვა მიმართულებით. მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისად გამოყენებული ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს ისრაელსა და საქართველოს შორის, - იგივე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თანამედროვე ტექნოლოგიების დაფუძნების კუთხით და ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ის პოზიტიური ფუნდამენტი, რაზეც დგას ჩვენი ორმხირივ ურთიერთობები, ისტორიული მჭიდრო კავშირები ისრაელსა და საქართველოს შორის. ცოტა ხნის წინ ჩემი კოლეგა რატი ბრეგაძე იმყოფებოდა ისრაელში ორმხრივი ვიზიტით, განიხილეს თანამშრომლობის მიმართულებები და ძალიან ბევრი კარგი იდეა გვაქვს“, - განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა დასაქმების კუთხით, სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმულ ხელშეკრულებებზე.

„2013 წელს ხელი მოეწერა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სპეციალური ბინადრობის და ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებას, ძალაში შევიდა ეს შეთანხმება. ამჟამად, ფრანგულ მხარესთან ჩვენ ინტერნსიურად ვმუშაობთ. კონკრეტულ შედეგებზე ვერ გავედით, პანდემიამ ხელი შეგვიშალა, მაგრამ ეტაპობრივად განვაახლეთ მოლაპარაკებები არა მხოლოდ საფრანგეთთან, არამედ სხვა ქვეყნებთან და აქაც ჩართული არის ჯანდაცვის სამინისტრო. 2019 წლის 30 სექტემბერს ხელი მოეწერა ბულგარეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის შრომით მიგრაციის რეგულირების შესახებ შეთანხმებას. ასევე მიმდინარეობს მუშაობა პორტუგალიასთან, ესპანეთთან, უნგრეთთან და ხორვატიასთან“, - აღნიშნა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა