დავით ზალკალიანის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევისა და ირაკლი ბებუას საკითხს უწყება ყველა ფორმატში  განიხილავს

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევისა და ირაკლი ბებუას საკითხს უწყება ყველა ფორმატში განიხილავს. როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულია, რომ ყველა დაკავებული სწრაფად გათავისუფლდეს.

“ბესტაევის და ბებუას საკითხს რაც შეეხება, არ დაგვიტოვებია არც ერთი ფორმატი, ფორუმი, ორმხრივი ჩარჩო, რომ ეს საკითხი არ იყოს დღის წესრიგში, მათ შორის ჰუმანიტარული „წითელი ჯვრის და ნახევარმთვარის“ ორგანიზაციები. ვისაც შეუძლია შესვლა, შედიან და მეთვალყურეობას უწევენ ჯანმთელობის მდგომარეობას. ის მექანიზმი, რომელიც ზაზა გახელაძესთან მიმართებით გამოვიყენეთ, ეს მექანიზმიც ამოქმედებულია, საჯაროდ ამ თემაზე საუბარი არ მინდა. მთავარია შედეგი დადგეს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ყველა დაკავებულის გათავისუფლება.

ჟენევის ფორმატში ჩვენ გვაქვს შეთავაზება, ვისაუბროთ ახალ მექანიზმებზე. რუსეთი ამას იყენებს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ზემოქმედების მექანიზმად და ბერკეტად. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ ახლებურად მივუდგეთ საკითხს, ახლებური მექანიზმი შევქმნათ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების საკითხიც ყველა შესაძლო ფორმატში განიხილება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა