ეკა ხერხეულიძე - სააკაშვილმა მოითხოვა, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მოსულიყვნენ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს გადაყვანა - ვიდრე არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, ის არ გადავა აქედან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძეს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ადმინისტრაციას ნიკა გვარამიას და უკრაინის კონსულის მე-18 დაწესებულებაში მიყვანა სთხოვა.

„გადაყვანასთან დაკავშირებით, როგორც ვვარაუდობდი და როგორც გაფრთხილებული ვიყავი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ის არ გავიდოდა თავისი ნებით მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან ჩემი აქ ყოფნის გარეშე. ასევე, მან მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მოსულიყვნენ აქ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არცერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან. ამიტომ, ნიკა გზაშია, უკრაინის კონსულთან დაკავშირებით შეტყობინებას გადასცემდნენ. ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა. მას აქვს გამოცდილება, რომ ხელისუფლება ყოველ ჯერზე ტყუის და შეუძლიან საქართველოს მესამე პრეზიდენტი გაიტაცონ თუ ვინმე ამას შეუკვეთავს, აქედან გამომდინარე მას ამ ადამიანების არანაირი ნდობა არ გააჩნია. ამიტომ, აღნიშნული ადამიანების თანდასწრებით უნდა შესრულდეს გადაყვანის აქტი, თუ დაიგვიანებენ ვითარება გაუარესდება, თუ იჩქარებენ მალე მოხდება ეს პროცესი“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა