დავით ზალკალიანი - უკვე მეცინება, ჟურნალისტები როცა მეკითხებიან, გადაუხვია საქართველომ კურსს? ჩვენი საზოგადოება ამას არ „ყიდულობს“ და არც „იყიდის“, ხალხი ბრძენია

როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ადამიანმა უხერხულად არ იგრძნოს თავი, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს თეონა აქუბარდიას, რომელმაც „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას დავით ზალკალიანს ჰკითხა, გრძნობს თუ არა დისკომფორტს შიდაპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც პარტნიორებს ესაუბრება.

საპასუხოდ, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ წელიწადნახევარია მიდის უსაგნო მსჯელობა, უნდა შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში. მისი თქმით, დემოკრატია არის პარლამენტი.

თეონა აქუბარდიას კითხვა იყო, რომელიც არ არის. ძალიან ბევრი რიტორიკული კითხვა დასვა. როგორ ვუპასუხო არც კი ვიცი. იყო კითხვა, ვგრძნობ თუ არა უხეხულად თავს, ჟურნალისტები მისვამენ ხოლმე მსგავს კითხვას, ვგრძნობ თუ არა უხერხულად თავს, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ადამიანმა უხერხულად არ იგრძნოს თავი. ეს ნორმალურია ახლა? ეს სიტუაცია ნორმალური არ არის, მაგრამ ამას სჭირდება ანალიზი, თუ რატომ შეიქმნა ეს სიტუაცია. რატომ მივედით აქამდე? იმის გამო, რომ წელიწად ნახევარია მიდის უსაგნო მსჯელობა, შევიდნენ თუ არ შემოვიდნენ პარლამენტში. დემოკრატია სხვანაირად არ არსებობს, დემოკრატია არის პარლამენტი, მოვედი, 2 საათია გამოვდივარ და რამდენ ხანსაც მეტყვით ვიქნები. მზად ვიყავი ნებისმიერ კითხვაზე მეპასუხა“,-განაცხადა ზალკალიანმა.

მისი განმარტებით, ის, რაც საქართველოში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში გაკეთდა, მართლაც უპრეცედენტოა. დავით ზალკალიანმა კონკრეტული მაგალითები დაასახელა და ოპოზიცია გააკრიტიკა.

„უკვე მეცინება, ჟურნალისტები როცა მეკითხებიან, გადაუხვია საქართველომ კურსს? ჩვენი საზოგადოება ამას არ „ყიდულობს“ და არც „იყიდის“, ხალხი ბრძენია. 8-ჯერ დამარცხდნენ, რვავე არჩევნების დროს მთავარი ნარატივი იყო, მათი „პროდასავლურობა“ და ჩვენი „პრორუსულობა“. მგონი, პასუხი ყველაფერზე გაცემულია“,-განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა