ნიკოლოზ სამხარაძე - ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებით უმკლავდება არსებულ და ახალ გამოწვევებს, დიდწილად ჩვენი დიპლომატების მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა

საგარეო ურთიერთობები განსაკუთრებულ როლს თამაშობს ნებისმიერი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. განსაკუთრებით კი ისეთ პატარა ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო. არსებული საგარეო გამოწვევები, ისევე როგორც არაპროგნოზირებადი გლობალური გარემო ქმნის რისკებს და დაბრკოლებებს. ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყანა წარმატებით უმკლავდება არსებულ და ახალ გამოწვევებს, დიდ წილად ჩენი დიპლომატების მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონმდებლებმა მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ქვეყნის საგარეო მიმართულების პრიორიტეტებზე და არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა და მისი სამომავლო გეგმები, სრულ თანხვედრაშია 2020 წლის დეკემბერში საგარეო პრიორიტეტების შესახებ პარლამენტში მიღებულ რეზოლუციასთან.

„საქართველომ, ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით, პრაქტიკულად ყველა სფეროში დიდი ნაბიჯები გადადგა. სამწუხაროდ მძიმე რეალობამ, რომელიც შექმნა კოვიდ-პანდემიამ მსოფლიოში, ბევრი სიძნელე შეუქმნა არა მხოლოდ ჩვენს დიპლომატებს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით სწრაფი ადაპტაცია, როის შედეგადაც ქვეყანამ მნიშნელოვანი პროგრესი განიცადა. მათ შორის ეკონომიკის აღდგენის, დემოკრატიის განმტკიცებისა და ზოგადი განვითარების მიმართულებით.

სამწუხაროდ, წარმატებების პარალელურად, ჩვენს წინაშე არაერთი საფრთხე და გამოწვევაა. ოკუპირებული რეგიონების საკითხი აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დეოკუპაციის პროცესის ხელშეწყობა და ხელშესახები პროგრესის მიღწევა საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით, კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი დიპლომატების დაუღალავი შრომა, რომელიც გამოიხატება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი უპირობო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველა ჩვენი მიღწევა მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ საერთაშორისო ასპარეზზე და მოვახდინოთ საქართველოს ტერიტორიების საკითხისა ირგვლივ კიდევ უფრო დიდი საერთაშორისო მობილიზება, რამაც საერთო ჯამში უნდა მიგვიყვანოს პროცესის პოზიტიურად დასრულებამდე", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა