გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი მივიდა

გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი მივიდა. სააკაშვილთან ასევე იმყოფებიან მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, უფლებადამცველი ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე.

არსებული ინფორმაციით, ისინი მიხეილ სააკაშვილთან ერთად განიხილავენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა, რომ მასთან ნიკა გვარამია და უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი მისულიყვნენ, რათა სააკაშვილის გადაყვანა მათთან შეთანხმებით მოხდეს.

ხერხეულიძის თქმით, ვიდრე ნიკა გვარამია და საელჩოს წარმომადგენელი სააკაშვილთან არ მივლენ და მათთან ერთად არ გადაწყდება გადაყვანის საკითხი, ის გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან არ გადავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს