სერგეი ლავროვი - მოსკოვი ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან წამოსულ პროვოკაციებზე თვალს არ დახუჭავს

მოსკოვი არ აპირებს უგულებელყოს ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან წამოსული პროვოკაციები, მათ შორის უკრაინაში სამხედრო წარმომადგენლებთან ერთად „თამაში“ - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ეუთოს თავმჯდომარე ან ლინდესთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი დასავლელ კოლეგებთან დიალოგისთვის ღია არიან, თუმცა არ აპირებენ პროვოკაციებზე თვალის დახუჭვას.

„ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს იმ უხეშ პროვოკაციებზე, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავთ ნატოს წევრების და უფრო ხშირად ევროკავშირის მხრიდან, მათ შორის, მცდელობებს მოაწყონ სამხედრო სასწავლო მისიები უკრაინელებისთვის, მოამზადონ უკრაინის არმია იმ ქმედებებისთვის, რომლითაც ჩვენ მუდმივად გვემუქრებიან, თუნდაც იმით, რომ ძალით აიღებენ დონბასს“, - განაცხადა დიპლომატმა.

როგორც სერგეი ლავროვი აღნიშნავს, დასავლეთი მხარს უჭერს საომარ რიტორიკას და უკრაინაში სამხედრო მზადებას, თუმცა სიტუაციის ესკალაციას არ დაუშვებენ.

„ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ არასოდეს დავუშვებთ ჩვენი ლეგიტიმური, ეროვნული ინტერესების ხელყოფას. ამის უზრუნველსაყოფად ყველა საშუალება გვაქვს“-, აცხადებს სერგეი ლავროვი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა