ექიმი ელენე ხოშტარიაზე - რეაბილიტაციის პროცესი შესაძლოა, იყოს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, გააჩნია ანალიზებს

„ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმატოლოგი, ალექსანდრე მხარგრძელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის „დროას“ ლიდერის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას სამედიცინო კვლევების პასუხებს ელოდებიან.

რაც შეეხება შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს, ექიმის განმარტებით, ეს შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

„რეაბილიტაცია მოიცავს ინტრავენულ გადასხმებს, ვიტამინოთერაპიებს, ელექტროლიტურ კორექციას და ა.შ. პრევენციული ღონისძიებები უკვე მიმდინარებს, ველოდებით ანალიზებს და ამის მიხედვით მოხდება ანალიზებს კორექცია. [რეაბილიტაციის პროცესი] შესაძლოა იყოს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, გააჩნია ანალიზებს“, - განაცხადა ალექსანდრე მხარგრძელმა.

ცნობისათვის, დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა