აზერბაიჯანმა სომხეთს სამი გარდაცვლილი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

ბაქომ სომხეთს სამი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა, რომლებიც სამშაბათს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე დაიღუპნენ. ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციათა სამსახური იუწყება.

16 ნოემბერს ერევანში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს თავდასხმა სომხეთის აღმოსავლეთ საზღვრის მიმართულებით და შეიჭრნენ კილისალის მთის რაიონში. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, 13 კი ტყვედ ჩავარდა. კიდევ 24 სამხედროსთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდებოდა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთთან საზღვარზე შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი გარდაიცვალა, ათი კი დაიჭრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს