ნიკა გვარამია - სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ინციდენტების და ექსცესების გარეშე

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ მიხელ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის გადაყვანამ, ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ამის შესახებ უფლებადამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გადაყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ერთგვარი ინციდენტების და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის სამართლებრივად დაფიქსირება და კმაყოფილი ვართ იმ პროცედურით, რაც ჩატარდა, გადმოყვანის და დაბინავების. ხვალიდან უკვე უნდა დავიწყოთ მსჯელობა მომსვლელების რეჟიმთან დაკავშირებით. ადვოკატების ვიზიტები გასაგებია, რომ შეუზღუდავია, მაგრამ გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება, გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი. ეს უკვე ხვალ დღის ბოლომდე გვეცოდინება იუსტიციის სამინისტროსთან კომუნიკაციის გზით და აქ უკვე ჯანდაცვის სამინისტროა წამყვანი უწყება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა