ამერიკელი სენატორები - სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტების და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად

ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და მის მიმართ მოპყრობას, რაც ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ხელს აწერენ სენატორები : ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაფრთხილებდით, რომ საქართველოში ბატონი სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკურ პოლარიზებას გააძლიერებდა, ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი, რომელიც ელის სასამართლოს, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაშფოთებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დამოუკიდებელ მედიკოსთა გუნდის რჩევების გათვალისწინება იმისთვის, რომ ბატონ სააკაშვილს საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. ჩვენ ვაკვირდებით სასამართლო პროცესს და ხაზს ვუსვამთ პროცესი სამართლიანად, გამჭვირვალედ და პირადი დასწრებით წარიმართოს. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება, ნებისმიერი დემოკრატიის კრიტერიუმია და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის,“- ნათქვამია განცხადებაში.

სენატორები მთავრობას მოუწოდებენ, პრიორიტეტი მიანიჭოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სერიოზულობას.

„სასწრაფოდ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პრიორიტეტი მიანიჭოს ბატონი სააკაშვილის მდგომარეობის სერიოზულობას და გაითვალისწინოს მისი შედეგები საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ახლა დროა, გვერდზე გადაიდოს პოლიტიკური უთანხმოება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. რამდენადაც ეს მდგომარეობა დღითიდღე უფრო საზარელი ხდება, ასევე იზრდება შეცდომით გაანგარიშების რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სააკაშვილის სერიოზული დაშავება ან უარესი. ასეთი ტრაგედია გრძელვადიან უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო