ნიდერლანდებში პოლიციასა და კოვიდ შეზღუდვების მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, დაშავებულია 7 და დაკავებულია 20 ადამიანი

ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის, რომლებიც ახალ კოვიდ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ, დაპირისპირება მოხდა.

BBC-ის ინფორმაციით, არეულობის დროს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მინიმუმ ორი ადამიანი დაჭრა. ქალაქ როტერდამში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ასობით ადამიანი შეიკრიბა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ნაჩვენებია პოლიციის დამწვარი მანქანები და არეულობის მონაწილეები, რომლებიც პოლიციელებს ქვებს და პიროტექნიკას ესვრიან. სპეცრაზმმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

ამასთან, ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, პოლიციამ გამაფრთხილებელი და პირდაპირი გასროლა განახორციელა, რადგან „სიტუაცია სიცოცხლისთვის საშიში იყო".

გავრცელებული ინფორმაციით, არეულობის დროს 7 ადამიანი დაშავდა და სამართალდამცავებმა 20 პირი დააკავეს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მისი მთავარი სადგური დაიხურა. ნიდერლანდების ხელისუფლებამ გასულ შაბათს ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც რესტორნებისა და მაღაზიების ადრე დახურვასა და სპორტული ღონისძიებების მაყურებლის გარეშე ჩატარებას ითვალისწინებს. ამასთან, ხელისუფლება კოვიდ საშვების ამოქმედებასაც გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა დახურულ დაწესებულებაში, როგორიცაა მაგალითად ბარები და რესტორნები, მხოლოდ ვაქცინირებული ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები დაიშვებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო