ალექსანდრე ლუკაშენკო - მიგრანტებს ვერ შევაჩერებ, რადგან ისინი არ მოდიან ჩემს ქვეყანაში

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო არ გამორიცხავს, რომ ბელარუსი ჯარისკაცები მიგრანტებს პოლონეთში შესვლაში დაეხმარნენ, თუმცა აცხადებს, რომ მიგრანტები ბელარუსში მას არ მიუწვევია.

„ჩვენ სლავები ვართ. გული გვაქვს. ჩვენმა ჯარისკაცებმა იციან, რომ მიგრანტები გერმანიაში მიდიან. შესაძლოა, ვინმე დაეხმარა კიდეც, ამას არც კი გამოვიკვლევ,“- განაცხადა ლუკაშენკომ BBC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ბელარუსი მიგრანტებს ვერ დააკავებს და ვერც შეაჩერებს.

„მე ვუთხარი მათ (ევროკავშირს), არ ვაპირებ მიგრანტების დაკავებას საზღვარზე და თუკი ჩამოსვლას განაგრძობენ, კვლავაც ვერ შევაჩერებ, რადგან ისინი არ მოდიან ჩემს ქვეყანაში. მე ისინი არ მომიწვევია და გულწრფელად გითხრათ, არ მსურს, ბელარუსის გავლით იარონ,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, ევროკავშირი, ნატო და აშშ აცხადებენ, რომ ბელარუსის ლიდერი, ევროკავშირის ტერიტორიაზე მარტივად გადასვლის ცრუ დაპირების გაცემით, მიგრანტების საზღვარზე თავმოყრას უწყობს ხელს, რათა ამ გზით სამაგიერო გადაუხადოს დასავლეთს მისი რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. ლუკაშენკო ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს