აღსრულების ეროვნულ ბიუროში ციფრული არქივი ამოქმედდა

აღსრულების ეროვნული ბიუროს ციფრული არქივი უკვე ამოქმედდა. სააღსრულებო წარმოებისა და სხვა სახის საქმეების მასალები სრულად გაციფრულდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს.

„აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის განცხადებით, ბიურო თავის საქმიანობაში ციფრული მმართველობის პრინციპების სრულად დანერგვას გეგმავს, რაც გულისხმობს სააღსრულებო წარმოების, სერვისების, არქივის და სხვა მომსახურების ფარგლებში დოკუმენტაციის გაციფრულებასა და პროცესების ავტომატიზაციას.

ერეკლე ღვინიანიძის თქმით, აღსრულების ეროვნული ბიურო გადადის საქმიანობის წარმართვის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიურ საფეხურზე, როდესაც ბიურო მინიმუმამდე დაიყვანს ქაღალდის გამოყენებას. საქმისწარმოების პროცესი კი ბიუროში, ფაქტობრივად, სრულად ელექტრონულად წარიმართება“.

თანამედროვე ელექტრონული არქივის შექმნისთვის, ბიურომ გააციფრულა 350 ათასამდე სააღსრულებო საქმის ინფორმაცია, ხოლო მატერიალური მასალა განადგურდა. ასევე, განადგურდა 500 ათასამდე სხვა სახის კორესპონდენცია, რომელსაც ამოწურული ჰქონდა მატერიალურად შენახვის ვადა.

ციფრული არქივის არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს მომხმარებლის დროსა და ფინანსურ რესურს, რადგან ნებისმიერ პირს თავის სააღსრულებო საქმეში ჩართვა, საქმისწარმოების ფარგლებში ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიღება სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად შეეძლება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა