სომხეთში კორონავირუსის 870 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 41 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 870 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 41 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 7253-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 333 583 პირი დაინფიცირდა, 304 017 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა