სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით თურქეთის მიერ წამოყენებული პირობა განხილვის საგნადაც არ შეიძლება იქცეს

თურქეთი ახალ პირობებს აყენებს სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა სომხეთი თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ მზად ვართ ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის წინაპირობების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა აზერბაიჯანს არცახის წინააღმდეგ ომის დროს დიდი მხარდაჭერა გაუწია როგორც პოლიტიკურად, ასევე იარაღის მიწოდებით და ათასობით უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცის მობილიზებით“, - განაცხადა სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, სომხეთმა თურქეთისგან დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით პოზიტიური სიგნალი მიიღო, თუმცა ანკარას მიერ წამოყენებული ახალი პირობების მიღება შეუძლებელია.

„დიალოგის ხელახლა დაწყებასთან დაკავშირებით თურქეთისგან პოზიტიური სიგნალი მივიღეთ, მაგრამ ეს კვლავ რთულია. ანკარა ახალ პირობებს აყენებს, მათ შორისაა აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის დამაკავშირებელი „დერეფნის“ გახსნა, რაც საერთოდ არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი. ქვეყნებმა უნდა დაუშვან ტრანზიტი, მაგრამ საკუთარ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის დაცვით“, - განაცხადა მირზოიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს