აზერბაიჯანში კორონავირუსის 1763 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი

აზერბაიჯანში, გასული დღე - ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 1763 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 20 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 572 085 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 535 674 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7599 კი - გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა 4.5 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული, ე.წ. „ბუსტერ“ დოზით კი - 700 569 მოქალაქეა აცრილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა