გიორგი ნონიაშვილი - ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს იმგვარ მწვავე კრიტიკას აშშ-ს მხრიდან, რაც ვიხილეთ დღევანდელ განცხადებაში

ჩვენი ვალი არის, რომ საშინაო და საგარეო წნეხი გავზარდოთ იმისთვის, რომ ეს ავტორიტარიზმი, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს, მოვაშოროთ ამ ქვეყნიდან და კარგია, რომ საგარეო რეაქცია მოჰყვა ამას და საერთაშორისო მეგობრობა კიდევ უფრო ფართო თვალებით აკვირდება ყველაფერს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა განაცხადა.

როგორც ნონიაშვილი ამბობს, ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს იმგვარ მწვავე კრიტიკას აშშ-ს მხრიდან, რაც დღევანდელ განცხადებაში ვიხილეთ, ისინი კი უფრო და უფრო ინტენსიურად აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს.

„ხელისუფლების ყველა უპასუხისმგებლო გადადგმულ ნაბიჯს ამ ქვეყნის ინტერესებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ცხადია, რომ მოჰყვება რეაქცია, როგორც საშინაო დონეზე, ასევე საგარეო დონეზე. ზუსტად ამას ვხედავთ იგივე ევროპარლამენტარების დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, ამერიკელი სენატორების ან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, მათ შორის, ექს-პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით ან ომბუდსმენის მიერ შექმნილ კონსილიუმთან დაკავშირებით არის ზუსტად ის დამოკიდებულება, რომელსაც მოსდევს ეს რეაქცია. ჩვენი ვალი არის, რომ საშინაო და საგარეო წნეხი გავზარდოთ იმისთვის, რომ ეს ავტორიტარიზმი, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს, მოვაშოროთ ამ ქვეყნიდან და კარგია, რომ საგარეო რეაქცია მოჰყვა ამას კიდევ უფრო მძაფრი და საერთაშორისო მეგობრობა კიდევ უფრო ფართო თვალებით აკვირდება ყველაფერს“, - განაცხადა ნონიაშვილმა.

ცნობისთვის, ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და მის მიმართ მოპყრობას, რაც ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს.

სენატორები მთავრობას მოუწოდებენ, პრიორიტეტი მიანიჭოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სერიოზულობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა