კარლ ჰარცელი - მივესალმები მიღებულ ზომებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ განხორციელდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი განცხადებას ავრცელებს და მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობიდან“ გამომდინარე მიღებულ ზომებს მიესალმება. ელჩმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანით შექმნილი შესაძლებლობა სამომავლო პროგრესისთვის იქნება გამოყენებული.

„მივესალმები გუშინ მიღებულ ზომებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ განხორციელდა და ასევე, ელენე ხოშტარიასა და სხვების მიერ შიმშილობის შეწყვეტას. ვიმედოვნებ, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება სამომავლო პროგრესისთვის. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო რჩევა და სათანადო სამართლებრივი პროცესი საკვანძო რჩება,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა