პოლონეთი აცხადებს, რომ ბელარუსი მიგრანტთა კრიზისთან გასამკლავებლად, ტაქტიკას ცვლის

პოლონეთის თქმით, ბელარუსმა სასაზღვრო კრიზისის მოსაგვარებლად ტაქტიკა შეცვალა.

ის ახლა ადამიანთა მცირე ჯგუფებს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრის რამდენიმე წერტილში ამისამართებს.

თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშაკის თქმით, მიუხედავად გაუმჯობესებული ვითარებისა, ის სასაზღვრო დაპირისპირების გარკვეული დროით გაგრძელებას ელოდება.

„უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა თვეების განმავლობაში გაგრძელდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასე იქნება“, - განაცხადა მან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბელარუსს ახალი ტაქტიკა აქვს და ადამიანთა მცირე ჯგუფები უფრო მეტ ლოკაციაზე ცდილობენ შესვლას. მან დასძინა, რომ თავდასხმები ბელარუსის სამსახურების მიერ არის მართული.

შეგახსენებთ, ევროკავშირი, ნატო და აშშ აცხადებენ, რომ ბელარუსის ლიდერი, ევროკავშირის ტერიტორიაზე მარტივად გადასვლის ცრუ დაპირების გაცემით, მიგრანტების საზღვარზე თავმოყრას უწყობს ხელს, რათა ამ გზით სამაგიერო გადაუხადოს დასავლეთს მისი რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. ლუკაშენკო ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა