ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 6.7 მილიონ ამომრჩეველს ხმის მიცემა ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 13 000 საარჩევნო უბანზე შეუძლია. 68 ქვეყანაში კი 750 უბანია გახსნილი.

საარჩევნო ბიულეტენებში ამომრჩევლებმა არჩევანი უნდა გააკეთონ მოქმედ პრეზიდენტ რუმენ რადევსადა ანასტას გერჯიკოვს შორის, რომელიც სოფიის უნივერსიტეტის რექტორია.

გერჯიკოვის კანდიდატურა საინიციატივო კომიტეტმა და ყოფილმა მმართველმა პარტიამ „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ წამოაყენა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართა, რადევმა ხმათა 49.41 % მოიპოვა, გერჯიკოვმა - 22.82 %. მეორე ტურში ერთ-ერთმა მათგანმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს. საარჩევნო პროცესს 4 0000 დამკვირვებელი აკვირდება.

პირველადი შედეგები ადგილობრივი დროით 20:00 საათისთვის იქნება ცნობილი, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 6.7 მილიონ ამომრჩეველს ხმის მიცემა ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 13 000 საარჩევნო უბანზე შეუძლია. 68 ქვეყანაში კი 750 უბანია გახსნილი.

საარჩევნო ბიულეტენებში ამომრჩევლებმა არჩევანი უნდა გააკეთონ მოქმედ პრეზიდენტ რუმენ რადევსადა ანასტას გერჯიკოვს შორის, რომელიც სოფიის უნივერსიტეტის რექტორია.

გერჯიკოვის კანდიდატურა საინიციატივო კომიტეტმა და ყოფილმა მმართველმა პარტიამ „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ წამოაყენა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართა, რადევმა ხმათა 49.41 % მოიპოვა, გერჯიკოვმა - 22.82 %. მეორე ტურში ერთ-ერთმა მათგანმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს. საარჩევნო პროცესს 4 0000 დამკვირვებელი აკვირდება.

პირველადი შედეგები ადგილობრივი დროით 20:00 საათისთვის იქნება ცნობილი, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო