სომალიში თვითმკვლელმა ტერორისტმა ცნობილი სომალელი ჟურნალისტი მოკლა

სომალის დედაქალაქში, ალ შაბააბმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ცნობილი სომალელი ჟურნალისტი მოკლა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აბდიაზიზ მოჰამუდ გულედი, საყოველთაოდ ცნობილი როგორც აბდიაზიზ აფრიკა, მუშაობდა მთავრობის კუთვნილ რადიო მოგადიშოში.

სამხედრო დაჯგუფება ალ შაბააბმა დაადასტურა, რომ თავდასხმის უკან სწორედ ისინი დგანან.

"მოჯაჰედები დიდი ხნის განმავლობაში ნადირობდნენ აბდიაზიზზე. მან ჩაიდინა დანაშაულები ისლამის წინააღმდეგ, ის მონაწილეობდა მოჯაჰედების მკვლელობაში", - განუცხადა "როიტერს" ტელეფონით ალ შაბააბის სამხედრო ოპერაციის სპიკერმა აბდიასის აბუ მუსაბმა.

თვითმხილველების თქმით, თავდასხმის შედეგად, რომელიც რესტორანთან მოხდა, ოთხი ადამიანი დაშავდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა