The Washington Post - ჯო ბაიდენი და მისი გარემოცვა მოკავშირეებს არწმუნებენ, რომ 2024 წელს ის კენჭს იყრის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ ბოლო დღეების განმავლობაში დაარწმუნეს მოკავშირეები, რომ ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

The Washington Post-ის მიხედვით, ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მომხრეების დასარწმუნებლად, რომ ქვეყნის მეთაური თეთრ სახლში დარჩენას კიდევ ერთი ვადით აპირებს, ემსახურება ბევრი „დემოკრატისთვის“ პასუხის გაცემას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბაიდენი აღარ მიიღებს მონაწილეობას მომავალ არჩევნებში თავისი ასაკის გათვალისწინებით, რომელიც იმ დროისთვის 81 წლის იქნება.

გამოცემის მიხედვით, კიდევ ერთი ასპექტი დაკავშირებულია რეიტინგთან, რომლის მიხედვით, ამჟამად, ბაიდენის მუშაობას პრეზიდენტის პოსტზე დადებითად აფასებს მოსახლეობის 40 %.

მედიის თანახმად, მოსალოდნელია, რომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ, მიიღებს თუ არა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჯო ბაიდენი გამოაცხადებს 2022 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო