რუსეთისა და სომხეთის ლიდერებმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას მთიან ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და მისი სტაბილიზაციის ზომებზე ისაუბრეს.

ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

,, მოლაპარაკებები გაიმართა რეგიონში არსებულ სიტუაციასა და მისი სტაბილიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. ფაშინიანმა მადლიერება გამოხატა რუსეთის აქტიური შუამავლობისთვის. მხარეები ასევე შეთანხმდნენ შემდგომ კონტაქტებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, წინა მოლაპარაკებების დროს რუსეთისა და სომხეთის ლიდერებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე ინციდენტის შემდეგ შექმნილი ვითარება განიხილეს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური შეტაკებები მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო. 9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას კონფლიქტის ზონაში ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო