სოფელ წილკნის დევნილთა დასახლებაში მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფარი აშენდება

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის დევნილთა დასახლებაში მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფარი აშენდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის საგრანტო ღირებულება დაახლოებით 820 000 აშშ დოლარს შეადგენს, მას აშშ-ის ევროპული მთავარსარდლობა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისი აფინანსებს.

მათივე ინფორმაციით, თავშესაფრის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება და შენობა 24 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი. სოფელ წილკნის დევნილთა დასახლებაში მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის შენობის საძირკველი უკვე გაიჭრა. ადგილზე იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე,

„ჩვენი ხელისუფლებისათვის მოხუცებულებზე ზრუნვა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამიტომაც, სოფელ წილკანში თავშესაფრის მშენებლობას საფუძველი უკვე ჩაეყარა. პროექტის დასრულების შემდეგ 24 ბენეფიციარი ახალ, კომფორტულ გარემოში იცხოვრებს. პრიორიტეტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს მიენიჭებათ.

მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აშშ-ის ევროპულ მთავარსარდლობასა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობის ოფისს, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანებას’’. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც ასე აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

წილკნის დევნილთა დასახლებაში - ადგილზე, სადაც მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფარი აშენდება, ასევე, იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილე თამაზ ფოლადაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და ა(ა)იპ "ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების" გენერალური დირექტორი გიორგი ატაშვილი. ასევე, აშშ-ს საელჩოსა და ევროპული მთავარსარდლობის მხრიდან J9-ს უფროსი ვეინი რააბი, HMA-ს მენეჯერი მარკ ვენერისი, ოფიცერი, მაიორი დანიელ სეკულა, პროექტ-მენეჯერი თათა კლდეისელი, პოლკოვნიკი ჯეიზონ ბეიკერი, CSM-ს ოფიცერი ჯონ ბელენჯერი და მაიორი ერიკ ოლსენი.

ცნობისათვის, მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა თავშესაფრის მშენებლობას საფუძველი ამერიკული მხარესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, ასევე, ა(ა)იპ ,,ინვესტიციების და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების’’ ორგანიზებით ჩაეყარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო