უკრაინის დაზვერვა - რუსეთი იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

რუსეთმა უკრაინის საზღვართან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა, რომელიც იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში შეტევისთვის ემზადება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა Military Times -თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თავდასხმა, როგორც ჩანს, მოიცავს ავიადარტყმებს, საარტილერიო და სატანკო შეტევებს შემდგომი სადესანტო დარტყმებით აღმოსავლეთში, ოდესაზე და მარიუპოლზე, ასევე მცირე შეჭრას ბელარუსის გავლით.

ბუდანოვის თქმით, რუსეთის მასშტაბურმა სამხედრო სწავლებამ „დასავლეთი-2021“-მა აჩვენა, რომ მოსკოვს შეუძლია, ერთდროულად, გადაისროლოს 3500 სამხედრო-სადესანტო და სპეციალური ოპერაციის სამხედრო მოსამსახურე.

მისი თქმით, კრემლი გეგმავს თავდასხმას, რომელიც უნდა გახდეს მეტად მასშტაბური, ვიდრე რუსეთის ნებისმიერი მოქმედება იყო 2014 წელს.

დაზვერვის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კიევი იხილავს სხვადასხვა სცენარებს, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს რუსეთის თავდასხმა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა გარშემორტყმულია რუსეთის მრავალრიცხოვანი დაჯგუფებებით.

ბუდანოვის თქმით, რუსეთი ზრდის ჯარის და შეიარაღების რაოდენობას ოკუპირებულ ყირიმში და საზღვარზე მცირე მანძილის „ისკანდერების“ და სხვა შეიარაღების მობილიზებას ახდენს. მანვე აღნიშნა, რომ ნებისმიერი მსგავსი თავდასხმა მოჰყვება მხოლოდ სერიულ ფსიქოლოგიურ ოპერაციებს, რომელსაც მოსკოვი უკვე ახორციელებს და რომლის მიზანია უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია.

ცნობისთვის, პარასკევს, უკრაინის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, მიიღო თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა საბოლოო გადაწყვეტილება თავდასხმის შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა