დიმიტრი პესკოვი - უკრაინა ცდილობს თავისი პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას მიაღწიოს

კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი არ გამორიცხავს პროვოკაციების მცდელობას, რათა გამართლდეს დასავლეთის განცხადებები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. ამის შესახებ პესკოვმა რუსულ ტელეარხ „რასია 1“-თან ისაუბრა.

მისი თქმით, ამის გამორიცხვა შეუძლებელია და ფიქრობს, რომ „ხელოვნურად დაძაბვა ხდება“.

„გვაბრალებენ რაღაც უჩვეულო სამხედრო აქტივობას ჩვენ ტერიტორიაზე ისინი, ვინც თავისი შეიარაღებული ძალები ოკეანის გაღმიდან გადმოიყვანა, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები. ეს კი არც თუ ლოგიკურია და არც თუ წესიერი“ , - განაცხადა პესკოვმა.

მანვე აღნიშნა, რომ კრიზისის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ექნება ყველაზე სერიოზული შედეგები.

„უკრაინა, როგორც ჩანს, ცდილობს კიდევ ერთხელ თავისი პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას მიაღწიოს. საკუთარი თავისთვის და ევროპაში ყველასთვის კიდევ ერთი უბედურების შექმნას“ , - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, უკრაინა ამის მიღწევას ცდილობს ნატოს წვრთნების, ასევე შავ ზღვაში ნატოს გემების, ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების საფარქვეშ, რომელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა