ნიდერლანდებსა და ბელგიაში კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა

ნიდერლანდებში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მესამე ღამეს სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის კვლავ შეტაკება მოხდა.

BBC-ის ინფორმაციით, არეულობა დაფიქსირდა ლეუვარდენში, გრონინგენში, ენსხედესა და ტილბურგში. ენსხედესში, სადაც საგანგებო განკარგულება გამოიცა, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ხელკეტები გამოიყენა. ამასთან სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ლეუვარდენში პოლიციის ფურგონებს ქვები დაუშინეს, შავებში ჩაცმული ჯგუფები კი სხვადასხვა ნივთებს წვავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების დროს 5 სამართალდამცავი დაშავდა, ქვეყნის სამ პროვინციაში კი, მინიმუმ 64 ადამიანი დააკავეს.

ნიდერლანდების ხელისუფლებამ, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, 3-კვირიანი „ლოქდაუნი“ დააწესა, რომელიც რესტორნებს, ბარებსა და მაღაზიებს ავალდებულებს, ყოველ დღე მხოლოდ 20:00 საათამდე იმუშაონ. ამასთან, ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარდეს. ხელისუფლება კოვიდ საშვების ამოქმედებასაც გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა დახურულ დაწესებულებაში, როგორიცაა, მაგალითად ბარები და რესტორნები, მხოლოდ ვაქცინირებული ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები დაიშვებიან.

აქცია გაიმართა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელშიც, სადაც ათასობით დემონსტრანტმა კოვიდ საშვების შემოღება და პირბადეების გამოყენების წესის გამკაცრება გააპროტესტა.

აქციის ზოგიერთმა მონაწილემ სამართალდამცავებს პიროტექნიკა ესროლა, საპასუხოდ კი, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

შაბათ-კვირის განმავლობაში, კოვიდ შეზღუდვების წინააღმდეგ საპროტესტო საპროტესტო აქციები გაიმართა ავსტრიაში, ხორვატიასა იტალიაშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ევროპის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა. ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორის დოქტორ ჰანს კლუგეს განცხადებით, თუ ზომები არ გამკაცრდება, მომდევნო გაზაფხულზე შესაძლოა კიდევ ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვალოს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა