მედია - აშშ-ში ავტომობილი საშობაო ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებში შეიჭრა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

აშშ-ის უისკონსინის შტატში, ქალაქ უოკეშოში წითელი ფერის ჯიპი ხალხმრავალ საშობაო ღონისძიებაზე შეიჭრა, დაღუპულია რამდენიმე და დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უოკეშოს პოლიციის უფროსის დენ ტომპსონის განცხადებით, დაშავებულების ნაწილი საავადმყოფოებში პოლიციამ გადაიყვანა, ნაწილი კი - ოჯახებმა და მეგობრებმა.

მისი თქმით, დაღუპულების ზუსტი რაოდენობა დგინდება.

ზოგიერთი თვითმხილველისა და ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხალხში შეჭრის შემდეგ ავტომობილიდან ცეცხლსასროლი იარაღით ისროდნენ.

დენ ტომპსონის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორიზმს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს