“თალიბები” ტელევიზიებს იმ ფილმების ჩვენებას უკრძალავენ, რომელშიც ქალები მონაწილეობენ

„თალიბანი“ ავღანეთის ტელევიზიებს მოუწოდებს, არ გაუშვან ეთერში ის სერიალები ან დრამები, რომლებშიც ქალი მსახიობები მონაწილეობენ. აღნიშნული მითითება ავღანეთის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ გასცა.

ამასთან, სამინისტროს განცხადებით, ქალ ჟურნალისტებსა და წამყვანებს, რომლებიც ეთერში გამოჩნდებიან, ჰიჯაბი უნდა ეცვათ.

სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტროს მითითების თანახმად, უნდა აიკრძალოს ფილმები ან შოუები, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამურ ან ავღანურ ღირებულებებს.

სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მითითებები არ არის სავალდებულო და მას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს.

„ეს არ არის წესები, არამედ რელიგიური მითითება“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰაკიფ მოჰაჯირმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი