შალვა პაპუაშვილი - „ალტინფოსთან" დაკავშირებულმა თემამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ის ფარისევლობა, რაც ჩვენს პოლიტიკაში თუ სამოქალაქო საზოგადოებაშია გაბატონებული

„ალტინფოსთან" დაკავშირებულმა თემამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ის ფარისევლობა, რაც ჩვენს პოლიტიკაში თუ სამოქალაქო საზოგადოებაშია გაბატონებული, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა "ნაციონალური მოძრაობის" 10-ზე მეტი ლიდერი, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია სისხლის სამართლის წესით, "ალტინფოს" გაუქმებაზე საუბარი ფარისევლობაა.

"ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ადამიანებს შეუძლიათ გაერთიანდნენ სხვადახვა ფორმატში. ისმოდა საკითხი, უნდა აიკრძალოს თუ არ უნდა აიკრძალოს, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს და ამ კანონმდებლობის მიხედვით მიიღებს იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებას. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გამოავლინდა "ალტინფოსთან" დაკავშირებულმა თემამ ის ფარისევლობა, რაც ჩვენს პოლიტიკაში თუ სამოქალაქო საზოგადოებაშია გაბატონებული. იმ ქვეყანაში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა", რომლის 10 - ზე მეტი ლიდერი არის სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული და 30- მდე მაღალჩინოსანი, უმეტესობა ძალადობასთან დაკავშირებით, პარტიის ფორმალური თავმჯდომარე მელია და არაფორმალური თავმჯდომარე სააკაშვილი გასამართლებულები არიან სისხლის სამართლის წესით, საუბარი იმაზე, რომ რომელიღაც პარტია დარეგისტრირდება თუ არა, ფარისევლობაა,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი